30.მარტი .2021 19:17

"კარფური" დისტრიბუტორების სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"კარფური" დისტრიბუტორების სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
views 3651
უკან

"კარფური" დისტრიბუტორების სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება რამდენიმე სარჩელს, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა.

„კარფურის“ განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2012 წლიდან საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად. ეკონომიური ფასების გრძელვადიანი სტრატეგიით, „კარფურს“ აქტიურად შეაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში.

წლების განმავლობაში, „კარფურის“ ქსელის გაფართოების საფუძველზე, კომპანიასთან ერთად მრავალი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი განვითარდა და ასევე ქვეყანაში დასაქმდა 2500-მდე საქართველოს მოქალაქე.

კომპანია „კარფური“ საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს.

ამასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის“ მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. „კარფური“ არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა