პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან კობერიძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას 2021 წლის ბიუჯეტის მონახაზის გაცხადებას სთხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრი ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული.
დეპუტატის თქმით, მთავრობას არ აქვს არანაირი მონახაზი, როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი, რაც მოსახლეობაში ქაოტურ მოლოდინებს აჩენს.
„1 ოქტომბრისთვის კანონმდებლობით მზად უნდა იყოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის რაღაც მონახაზი მაინც აქვს. ბიუჯეტი უნდა აეგოს ეკონომიკურ ხედვაზე ქვეყანაში, საით უნდა წავიდეს ქვეყანა 2021 წელს. ამის არანაირი კონტურები თქვენი მხრიდან, არც ერთ თქვენს გამოსვლაში არ ჩანს.
ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ეს არის კრიზისთან შეგუების გეგმა და კარგი იქნება თუ დარჩენილ დროში ამაზე ისაუბრებთ და დაგვანახებთ, როგორი არის ხედვა თუნდაც 1 წლის შემდეგ.
ასეთი ხედვები თუ არ გექნებათ, ამიტომ შეიქმნება ის ნეგატიური და ქაოტური მოლოდინები, მათ შორის ეკონომიკასთან და ლართან მიმართებაში, რის გამოც დღეს ლარის კურსის პრობლემები გარკვეულწილად ინფლაციასა და მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ფასებში არის ასახული, და გადადის ამ პრობლემაში. იმიტომ რომ არ არის არანაირი თუნდაც მოკლევადიანი გეგმა. თქვენ მხოლოდ ბიუჯეტში არსებული თანხების თქვენი შეხედულებისამებრ გადანაწილებას ცდილობთ და სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხებისა ხვდება არა მოსახლეობასთან, არამედ სახელმწიფოსთან შეზრდილ ოლიგოპოლიურ გარკვეულ ბიზნეს ერთეულებთან - სამშენებლო ბიზნესი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი მიმართულება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ