მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელომ" პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა

5dff623ed3ee2
BM.GE
22.12.19 16:29
2787
პოლიტიკური ორგანიზაცია ,,ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 17 წევრი წარუდგინა საზოგადოებას.

პოლიტსაბჭოს წევრები:

1. კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი. ინჟინერ-მშენებლი. საერთაშორისო კორპორაცია “აი სი არ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მრავალი კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი და მმართველი.

2. ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის თანადამფუძნებელი. იენის და ჰუმბოლტის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული.

3. საბა ბუაძე - იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობს კორუფციის, გამჭვირვალობისა და საჯარო ფინანსების საკითხებზე.

4. მედეა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი. ხელმძღვანელობდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს. 2018 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

5. გრიგოლ გეგელია - პოლიტიკური თეორიის დოქტორი. ბრისტოლის, UCL და ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.

6. სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში.

7. ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, უფლებადამცველი. ცენტრალური ევროპისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; იყო საქართველოს მე-4 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

8. თამაზ დათუნაშვილი - სოციალური ადმინისტრირების მაგისტრი, სორბონის უნივერსიტეტის და INSEEC Business School-ის კურსადამთავრებული. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

9. მამუკა კაციტაძე - ინჟინერმშენებელი; სამართლმცოდნე. საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი.

10. კახა კოჟორიძე - იურისტი. LSE-ს (ლონდონის ეკონომიკის სკოლა) სამართლის მაგისტრი. იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი.

11. თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. კულტურის მკვლევარი. სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობს მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმირებისა.

12. გია მორდეხაშვილი - ბიზნესმენი. ბიზნეს ადმინისტირირების მაგისტრი. მრავალი საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი. 27 წლიანი ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

13. ირაკლი კუპრაძე - საჯარო სამართლის იურისტი. სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე.
იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.

14. დავით უსუფაშვილი - იურისტი. 1993—1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.


15. ფიქრია ჩიხრაძე - ფილოლოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი.


16. გიორგი კანაშვილი - კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი, კავკასიური კვლევების მაგისტრი. დაამთავრა გლაზგოს უნივერსიტეტი. არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. იყო კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი.

17. ბადრი ჯაფარიძე - ბიზნესმენი. ფსიქოლოგი. ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი. არის თიბისი ბანკის დამფუძნებელი. არის ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში.