“ლელოს” ლიდერებმა და ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტებმა ბრიფინგი გამართეს. თემა პანდემიის მართვა, სამედიცინო და პოლიტიკური საკითხები იყო.
“ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობერიძის თქმით, საქართველოში კოვიდ - 19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. ამავე დროს, მთავრობა არავითარ ქმედით ღონისძიებას არ ახორციელებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ ყველა ხერხით ცდილობს, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე,
“პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ამ არჩევნებზე 2 მლნ-ზე ნაკლები ამომრჩეველი მოვა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და ცესკოს პასუხისმგებლობა. ეს ორი სუბიექტია, ვინც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს არჩევნების დროს ვითარების მართვა. ასეთ პირობებში მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ღონისძიებებს ატარებდეს, მხოლოდ აანონსებს, რომ ყოველდღიური დაინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება 5,000 მდე და გვაშინებს იმით, რომ ე.წ პიკს ველოდებით ნოემბრის მეორე ნახევარში. სრულად მოშლილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება,“- აცხადებს კობერიძე.
“ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ცესკომ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დაინფიცირებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაცული იქნება არჩევნების დროს.
„ამ ყველაფერზე ახლა ვსაუბრობთ, რადგან მთავრობა დაინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად არაფერს აკეთებს. „ლელო“ კი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტია, ყველანაირად შეუწყობს ხელს მსურველებს, მივიდნენ არჩევნებზე, მათი ხმა არ დაიკარგოს და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავიანთ მომხრეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რადგან ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციურმა პარტიებმა, უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად, არამედ კოვიდპანდემიის მართვისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება", - განაცხადა კობერიძემ.
ქვეყანაში კოვიდპანდემიით დაავადებულთა ზრდაზე ისაუბრა „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ.
როგორც სურგულაძე განმარტავს, პანდემიის პირობებში ვერ ხორციელდება პაციენტების საავადმყოფოში დროული გადაყვანა და განთავსება, ასევე გვიანდება დიაგნოზის დროული დასმა, რაც იწვევს გართულებული შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდას.
„არ ხდება არსებული სიტუაციის სრულყოფილი ანალიზი, ე.წ. წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება სპონტანურად და არ არის დაფუძნებული სიტუაციის რეალურად შესწავლაზე. სახელმწიფო აპირებს, შეისყიდოს საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომლის კლინიკური ეფექტიანობა ჯერ არ არის ბოლომდე დასაბუთებული. 2-3 კვირაში დაიწყება სეზონური გრიპის პერიოდი, ამ მიმართულებით სახელმწიფო არ ახორციელებს აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას. მათი ეს უმოქმედობა კიდევ უფრო გაართულებს არსებულ სიტუაციას, იმის გამო, რომ სეზონური გრიპი საკმაოდ რთული დაავადებაა და ხშირად მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას. მაგრამ, ყველაზე ცუდია ის არის, რომ მოსახლეობაში გაჩნდა სასოწარკვეთილების და შიშის გრძნობა, რომ ის მარტო დარჩება ამ საშიშ დაავადებასთან. მთავრობის უმოქმედობა უარყოფითად აისახება საპარლამენტო არჩევნების პროცესზე. დღეიდან დაავადებული და თვითიზოლაციაში გადასული საქართველოს მოქალაქეები ვერ მიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამ რიცხვმა შეიძლება შეადგინოს 50,000-ზე მეტი ამომრჩეველი. ასევე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მთავრობა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს „ლოქდაუნს“. საქართველოს შემუშავებული აქვს გეგმა და სამსაფეხურიანი მართვის სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანაა: საქართველოს არცერთი მოქალაქე ერთი წუთითაც არ დავტოვოთ მარტო კოვიდთან,” - განმარტა სურგულაძემ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა