მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაღაზიები ჩვენს პროდუქტს 1-2 ლარს უმატებენ და ის მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელი ხდება"

5ef75cba76f27
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.20 23:00
1488
მაღაზიებში ჩვენი პროდუქტის შეტანისას, ის მოსახლეობისთვის მიუწვდომელი ხდება - ამის შესახებ „ჩირინას“ დამფუძნებელმა Forbes Talks-ში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჩირინას“ აქვს ტრენდი მოახდინოს ნედლი ქათმის რეალიზაცია, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სწორედ ამით ხსნის პანდემიის პირობებში „ბიუ-ბიუს“ ქათამზე უცვლელ ფასს კომპანიის დამფუძნებელი.

„ჩვენ ვცდილობთ რომ მაღაზიებში შევიდეთ, მაგრამ აქაც რთული ვითარებაა, იმიტომ რომ პროდუქციის მიღებისას ისინი უმატებენ 1-2 ლარს და შესაბამისად, ეს პროდუქტი მომხმარებლისთვისაც მიუწვდომელი ხდება.

პანდემიის პირობებშიც ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ის ფასი, რაც მანამდე იყო. პირობითად, როცა ღირებულება 8-9 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. და რატომ? ნედლი პროდუქცია 1-2 დღეში თუ არ გაყიდე, ის ფუჭდება. ჩემი მიზანია, რომ გავყიდო და არა სხვა რაღაცა... მე ამას ვაკეთებდი და ვაკეთებ იმიტომ, რომ ჩემი მომხმარებელი საქართველოს მოსახლეობაა, მათ უნდა შეძლონ ჩვენი პროდუქტის შეძენა და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.