მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარგებელი ჰოლდინგის" სადისტრიბუციო კომპანია განცხადებას ავრცელებს

60b8a21e6d3bf
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.21 13:42
1038
"მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის „ოჯახურ გარემოში“ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად დისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"სადისტრიბუციო კომპანია შპს "ენგადი" საქართველოს მასშტაბით მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა.

ამ ხნის მანძილზე კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია, დასავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში სავაჭრო ობიექტების მომარაგება ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, ხოლო თბილისში კომპანია დისტრიბუციას ნაწილობრივ საკუთარი ძალებით ახერხებდა.

დღეიდან კი "ოჯახურ გარემოში" ჩატარებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დისტრიბუცია ქვეყნის მასშტაბით 100%-ით აღდგება.

გვინდა მადლობა მოვახსენოთ ჩვენს თანამშრომლებს ნდობისთვის და ასევე, ჩვენს მომხმარებელსა და საზოგადოებას მოთმინებისა და ერთგულებისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.