მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეგობრებო, სახელმწიფოს უჭირს...პრობლემის გადავადება არ ნიშნავს მის გადაწყვეტას"

5fb6a23397d55
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 10:10
1429
პრობლემის გადავადება არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას - ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” მოთხოვნას მთავრობისადმი, რომ ხელისუფლებამ კერძო სექტორს საგადასახადო შეღავათები, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ, კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივოს. 

თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ გადასახადების გადავადება პრობლემას ვერ გადაჭრის და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური განხილვა უნდა მოხდეს და ბიზნესს სხვადასხვა მექანიზმი შესთავაზონ.

“პრობლემა არსებობს გადახდისუნარიანობაში და რა გარანტია გვაქვს, რომ 6-7 თვის მერე, ვისაც გადაუვადე გადასახადები ის ბიზნესი გადახდისუნარიანი გახდება? აქედან გამომდინარე სახელმწიფომ შეიძლება ასეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ იყოს გადასახადების რაღაც პროცენტი გადავადდეს, რაღაც ჩამოიწეროს. შეიძლება ვთქვათ ასე: გადასახადის 20% მოვხსნათ, 40% გადავავადოთ და 40% გადავიხადოთ. ანუ ეს პრობლემა დავყოთ რამდენიმე ნაწილად.

ეს ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული, გააჩნია რა შესაძლებლობა აქვს წარმოებას. შეთახმება უნდა იყოს. მეგობრებო, სახელმწიფოს უჭირს, ვერ გადაგივადებთ ყველაფერს, იმიტომ, რომ პრობლემის გადავადება არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას”,- აცხადებს თემურ ჭყონია.