მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა დავადასტურო სურვილი, ძლიერი სიგნალი მიიღონ სახელმწიფოებმა"- მაკრონი უკრაინა, საქართველო, მოლდოვაზე

62963a3a654cf
BM.GE
31.05.22 19:54
4185
ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს ბრიუსელში, ემანუელ მაკრონის მიერ გამართული შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართული მედიისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის პასუხს კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს მას მოლდოვასთვის, უკრაინისთვისა და საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ სენსიტიურ თემაზე პირველ რიგში ევროკომისიის დასკვნას უნდა დაველოდოთ, თუმცა თავად ის ადასტურებს სურვილს ამ ქვეყნებმა ევროკავშირისგან მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალი მიიღონ.

"ამ თემაზე, რომელიც ძალიან სენსიტიური თემაა, უნდა დაველოდოთ ევროკომისიის დასკვნას. ანგარიშებზე დაყრდნობით გვექნება ივნისში სამიტზე დებატები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. მე აქ მინდა კიდევ ერთხელ დავადატურო საფრანგეთის სურვილი, რომ ძალიან ძლიერი სიგნალი მიიღონ სახელმწიფოებმა. ეს მექანიზმია, რომელიც გაწევრიანების შემადგენელი ნაწილია", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რითაც უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, დაუჭერს თუ არა საფრანგეთი მხარს ივნისის ბოლოს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ამასთანავე, საფრანგეთის პრეზიდენტი საუბრობს ევროპის კონტინენტის ახლებურ პოლიტიკურ მოწყობაზე, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შექმნას ითვალისწინებს.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ კონტინენტის ახლებურ ხედვაზე და მის მოწყობაზე. ეს არ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებით, რადგან ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან გრძელია. სწორედ ამიტომ, მე წარმოვადგინე ინიციატივა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნის შესახებ. ამ ინიციტივის მიზანია პოლიტიკური ჩარჩო შექმნას რეგულარული შეხვედრებით, სესიებით. ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა შეკრიბოს კონტინენტის ის სახელმწიფოები, რომლებიც საერთო ღირებულებებს და გეოგრაფიას იზიარებენ. მათ უნდა იმსჯელონ გეოპოლიტიკაზე, თავდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკულ საკითხებზე. მე მინდა უახლოეს კვირებში წამოვიწყო ეს ინიციატივა, რათა ის რეალური გავხადო“, - განაცხადა მაკრონმა.

როგორც ცნობილია, ევროკომისიამ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის განაცხადების შესახებ საკუთარი დასკვნა ივნისში უნდა გამოაქვეყნოს.