მისო-ების უმოქმედო სესხების პორტფელი პანდემიის ზეგავლებით 50%-ით გაიზარდა - ამის შესახებ BM.GE-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუშინ მისო-ების წარმომადგენლებისა და ერონული ბანკის პრეზიდენტის ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის გაუარესების მოლოდინები არ არის ისეთი ნეგატიური, როგორსაც ველოდით. არავინ იცის რა მოხდებოდა შემოდგომაზე, იმიტომ რომ პანდემიის ტალღა სახუმარო არ არის და არ ვიცით - რა შედეგებს მოიტანს, მაგრამ ჯერჯერობით, დღემდე სესხის გადახდის კულტურა და მაჩვენებლები იმაზე მაღალია, ვიდრე წარმოგვედგინა. პანდემიიდან გამომდინარე უმოქმედო პორტფელის 300%-იანი ზრდისთვის ვიყავით მზად, თუმცა დღეისთვის, პანდემიამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, 50% ზრდა გვაქვს“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
„კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თუ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა სესხების პორტფელში 7%-ს შეადგენდა და მათი წილის 21%-მდე გაზრდას ელოდნენ, დღეს კი ეს მაჩვენებელი 12%-დან 15%-მდე მერყეობს.
„ეს არ ნიშნავს რომ კომპანიებს არ ექნებათ ზარალი, მაგრამ ეს ზარალი იქნება ზომიერი, რაც ჩვენი სექტორის გადახდისუნარიანობას და კაპიტალის ზომას არანაირ რისკს არ შეუქმნის“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
„კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან განხილულ სხვა საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისო-ების უმთავრეს პრობლემას პანდემიის დაწყების შემდეგ ლიკვიდობა წარმოადგენდა, რისთვისაც სებ-მა 2 მექანიზმი აამოქმედა და სექტორის წინაშე მდგარი პრობლემა მოაგვარა.
კითხვაზე - საკმარისად მიაჩნია თუ არა სებ-ის მიერ ამ მხრივ გადადმული ნაბიჯები, არჩილ ბაკურაძე ამბობს რომ „კი“. მეტიც, ის მიიჩნევს, რომ მისო-ებში სესხების პროცენტის სტაბილურობა სწორედ რეგულატორის ქმედებებითაა განპირობებული.
„ბაზარზე გარკვეული მერყეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტების ფასებში აპრილ-მაისში იყო. თუმცა, შემდეგ დასტაბილურდა, ეს ნიშნავს იმას რომ ლიკვიდობის დეფიციტის გამო საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა. ეროვნულმა ბანკმა შექმნა მექანიზმი, რომლითაც შეინარჩუნა ფასები ლიკვიდობაზე.
საპროცენტო განაკვეთების შემცირების მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის, თუმცა მეორე მიზეზიც არსებობს: მისო-ების პროდუქტის ფასები გულისხმობს საკრედიტო რისკის ასახვას, თუ ბანკები ან მისო-ები ხედავენ გაზრდილ საკრედიტო რისკებს, ფასები იმატებს.
საპროცენტო განაკვეთების ჩამოშლა ნიშნავს, რომ სისტემაში ლიკვიდობის პრობლემა არ არის და მეორე მისო-ების მიერ რისკების აღქმა არ არის მაღალი და მოლოდინი საკრედიტო რისკის კუთხით პოზიტიურია“, - განმარტა არჩილ ბაკურაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას