მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიზნობრივ ამოცანებს ვერ პასუხობს" - რა რისკებს ქმნის სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა?

632da9c62ab5f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.22 17:07
536
საპარლამენტო ოპოზიციის წევრ თეონა აქუბარდიას შეფასებით, სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა მიზნობრივ ამოცანებს ვერ პასუხობს და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ მან პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი განმარტავს, რომ იდეა სოციალურად დაუცველებს ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობას, ჰქონდეთ კვალიფიკაცია და შეძლონ შემდგომში დასაქმების ბაზარზე ისეთი ანაზღაურების მიღება, რომელიც აუცილებელია საცხოვრებლად, მისასალმებელია.

„სოცდაუცველთა პროგრამა დასახელებულ მიზანთან ახლოს არ არის, ეს ჩანს, როგორც მინისტრის გამოსვლიდან, ისე კითხვებზე პასუხიდან და იმ პროცესიდან, რომელიც 4 წლის მანძილზე იქნება.

პროგრამასთან დაკავშირებით BMG-ს ძალიან საინტერესო სიუჟეტი ჰქონდა ამ პროგრამასა და პრობლემებთან დაკავშირებით. სიუჟეტიდან გამომდინარე დავიწყებ იმ უსამართლო პრინციპზე საუბარს, რომელიც ამ პროგრამამ შექმნა: მუზეუმის დირექტორი აცხადებდა, რომ მისი ხელფასი 250 ლარია, როდესაც ქვეპროგრამით დასაქმებულის (დარაჯი, დამლაგებელი) ანაზღაურება 300 ლარია. მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ ის (მუზეუმის ხელმძღვანელი) სოციალურად დაუცველი არ არის, ამიტომ ისინი უსამართლობის პრინციპს ვერ ხედავენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ 250-ლარიანი ხელფასი დღევანდელ საქართველოში, ინფლაციის პირობებში აბსოლუტურად არაფერია. ის ფაქტი, რომ ადამიანებს სახლში ტელევიზორი და მაცივარი აქვთ და სახლი მემკვიდრეობით აქვთ მიღებული, არ ნიშნავს, რომ ისინი კარგად ცხოვრობენ და ეს უსამართლობის პრინციპი გასათვალისწინებელია. მე არ ვამბობ იმას, რომ სოციალურად დაუცველს დავაკლოთ თანხა, არამედ რატომ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მუზეუმის დირექტორს არ უნდა ჰქონდეს ხელფასი - 250 ლარი. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ამის განხილვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

ამავდროულად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 22 281 პირია დასაქმებული და დღეის მდგომარეობით, ანაზღაურებაზე 17.361 მლნ ლარია დახარჯული. როდესაც ბატონი მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ხარჯებთან მიმართებით პრობლემას ვერ ხედავს, შეგახსენებთ, რომ ეს საბიუჯეტო ხარჯებია და ბიუჯეტთან მიმართებით ასეთი უდიერი დამოკიდებულება სწორი არ არის, არა იმიტომ რომ სოცდაუცველებს ეს თანხა არ უნდა ეძლეოდეთ, არამედ იმიტომ, რომ პროგრამა მიზნობრივად არ პასუხობს იმ ამოცანებს, რაც აქ უნდა არსებობდეს. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ამ ქვეპროგრამაზე 40 მლნ ლარის გამოიყოფა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პროგრამით 250 000 სოცდაუცველია მონიშნული, ასევე იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური მიზნებით საარჩევნო წელს ეს რიცხვი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, რა თქმა უნდა, სერიოზული რისკია იმის, რომ ამ ადამიანების გამოყენება ისევ და ისევ პოლიტიკური მიზნებით მოხდეს და 2 წლის თავზე, როდესაც არჩევნები იქნება და ხელისუფლება შეიცვლება, ეს ტვრითი ყველა მთავრობას ექნება საზიდი. რადგან ადამიანებს რომლებმაც იციან, რომ 300-ლარიანი შემოსავალი 4 წლის განმავლობაში ექნებათ, ეს სერიოზული სოციალური პროტესტის საგანი იქნება. ამ პროგრამით მიზნიდან გამომდინარე შედეგი არ აქვს, რადგან დასაქმებულები კვალიფიკაციას ვერ იღებენ და სხვადასხვა სექტორში სხვა დასაქმებულებთან კონკურენციაში ვერ შევლენ. ეს მათ შორის მომავალი მთავრობის პრობლემა და ბიუჯეტის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.

დამატებითი მუშახელის საჭიროება ასევე ძალიან საინტერესო რამ არის მუნიციპალიტეტები, სადაც ყველაზე მეტი სოცდაუცველია დასაქმებული როგორც პოლიტიკურ, ასევე სსიპ-ებსა და აიპ-ებში. მაგალითად წალენჯიხაში ამ პროგრამით 1 341 ადგილი გამოინახა, რადგან წალენჯიხა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური საკითხი გახდა; მესტია - 974, ცაგერი - 811, ხარაგაული - 803, ოზურგეთი - 791მ, წყალტუბო - 772", - თქვა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ძალიან საინტერესოა გამორჩეული დამსაქმებლების სიაც - ავზის გამწმენდი, მეეზოვე, სასაფლაოს მომვლელი, დარაჯი, დარაჯის თანაშემწე, დამლაგებელი და მისი თანაშემწე. 

"ყველამ კარგად ვიცით, რომ 4 წლის შემდეგ ეს ხალხი სხვა სამსახურში დასაქმებას ვერ მოახერხებს“, - განმარტა თეონა აქუბარდიამ.

BMG-ს სიუჟეტი თემაზე: