მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომავლის ფერმერი“ პირველადი წარმოების საშემოსავლო გდასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს

5eedf44023a43
ნუცა ბაზლიძე
20.06.20 18:30
903
„ძალიან გვჭირდება, რომ პირველადი წარმოება გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში; ასევე, მნიშვნელოვანია, მიწის გადასახადისგან გათავისუფლება“, - ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა რუსუდან გიგაშვილმა გადაცემა #ქალებისნარატივში განაცხადა.

„ნუ იქნება პირდაპირი სუბსიდიები, მაგრამ იყოს ამ ფორმით მხარდაჭერა“, - დასძინა მან.

გადაცემაში რუსუდან გიგაშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმაც შეაფასა და თქვა, რომ მიწის რეგისტრაციის საკითხს განსაკუთრებით მიესალმება. „თუ არ დავითვლით რა მიწა გვაქვს, სად გვაქვს ჩავარდნები და ა.შ. რაც არ უნდა ვერაფერს გავზომავთ. ასევე, მნიშვნელოვანია სტანდარტიზაციის მიმართულებით დახმარების პროგრამები“, - აღნიშნა მან.

ამასთან, რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ მას ანტიკრიზისულ გეგმაში ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერის მიმართულება „დააკლდა“.

„პორტატულ გამოგონებებთან დაკავშირებით, კარგი ინიციატივები აქვთ ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობაში. კარგი იქნება ამ გადაწყვეტაზე მეტი მხარდაჭერა“, - აცხადებს „მომავლის ფერმერი“.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაში სოციალური კომპონენტის წილს, ამასთან, რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის ეფექტის გათვალისწინებით, ეს მისაღებია, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, მომგებიანი არაა.