მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქმედი ბიუჯეტი იცვლება 2021 წლიდან ისეთი ბიუჯეტით, სადაც არ ჩანს რომ ქვეყანაში ეპიდემიაა" – ეკონომისტი

5f784b6ba4258
თათია ჩაფიჩაძე
03.10.20 13:58
740
ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის შეფასებით, 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი დაბალანსებულია, თუმცა მასში პანდემიის რისკები და ხარჯები არ არის გათვალისწინებული, რაც პროექტს არარეალისტურს ხდის.

გადაცემა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ნამჩავაძემ განაცხადა, რომ მთავრობას არსებული რეალობიდან გამომდინარე ვალის აღების გაზრდა მოუწევს.

„რაც გვაქვს ანტიკრიზისული ბიუჯეტი ამწუთას, და რომელიც 2020 წლის ივლისიდან მოქმედებს, ფაქტობრივად იცვლება 2021 წლიდან ისეთი ბიუჯეტით, სადაც არ ჩანს რომ ქვეყანაში ეპიდემიაა. თითქმის არ არის გათვალისწინებული ის ხარჯები და რისკები, რაც ახლა ახლავს კორონავირუსის ეპიდემიას. ეს პირველი ვარიანტი არის დაშვება როგორი იქნება ბიუჯეტი იანვრიდან თუ ეს პრობლემა არ იქნება. აქედან გამომდინარე შეიძლება რეალობასთან ახლოს არ იყოს, თუმცა არის კიდევ დრო, ორჯერ უნდა მოხდეს კიდევ ამ პროექტის განახლება ნოემბერში და დეკემბერში და შესაძლოა შემდეგ ჩაიდოს კორონავირუსთან დაკავშირებული პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ბალანსს, რომელიც დღეს საკმაოდ დაბალ დეფიციტზე და დაბალ ვალის აღებაზეა დაგეგმილი, რაც კარგია, თუმცა ვხვდებით რომ სამწუხაროდ მომავალი წლის დასაწყისში მაინც ეპიდემია იქნება პრობლემა. სავარაუდო თანხაც არ ჩანს, როდესაც ვაქცინების შესყიდვა იქნება საჭირო, რა თანხა შეიძლება დაიხარჯოს.

მეორე ის არის, რომ როდესაც ბიუჯეტი იგეგმება მიმდინარე წლის მდგომარეობასთან შედარებით ხდება, როდესაც ვამბობთ გაიზარდა ან შემცირდა რაღაცის დაფინანსება ვადარებთ მიმდინარე წელს, ეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაც ზოგ შემთხვევაში გეგმებთან შედარებით აცდენილია და ამიტომ წლევანდელ გეგმაში რაც წერია, იმის შედარებას მნიშვნელობა არ აქვს. იგივე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუარესდა, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გაისად დაგეგმილია 760 მლნ ლარის დახარჯვა, როცა წლევანდელში 800 მლნ-ია ჩადებული და ესეც არ იქნება საკმარისი და შესაძლოა 900-ზე და მეტზე ავიდეს.“ - განაცხადა ნამჩავაძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საჯარო რამდენიმე დღის წინ გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა.