მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შიდა ვალი კაპიტალის ბაზარს ვერ ანვითარებს, ეს 2009 წელს მოგონილი არგუმენტია" - ეკონომისტი

ეკონომისტი

"შიდა ვალი კაპიტალის ბაზარს ვერ ანვითარებს, ეს 2009 წელს მოგონილი არგუმენტია" - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

„საკმაოდ მაღალპროცენტიანი ვალი გვაქვს - განსაკუთრებით შიდა ვალი. 2024 წელს ძირი და პროცენტი საქართველომ 3 მილიარდი ლარი უნდა გადაიხადოს - ეს ძალიან დიდი თანხაა. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო ვალი მთლიანობაში 25%-ია, მომსახურებაში ნახევარი უჭირავს, რადგან შიდა ვალი ძვირია.

არასოდეს ვეთანხმებოდი, რომ ეს ქვეყნის კაპიტალის ბაზარს განავითარებდა, ეს იყო 2009 წელს მოგონილი არგუმენტი. 15 წელი გადის და კაპიტალის ბაზარი განვითარებული არ გაქვს მაგრამ, ე არგუმენტი რატომაც ცოცხლობს“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის: 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა სულ 3,5 მლრდ ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს, საიდანაც 2 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალია, ხოლო - 1,5 შიდა ვალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები