მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხოლოდ 4%-იანი სუბსიდირებით დღეს ბინას არავინ შეიძენს, ბევრი სხვა პრობლემა გვაფერხებს"

5f9831d556afc
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.20 10:15
1407
"ვერ ვიტყვი, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას ხელშესახები ეფექტი აქვს გაყიდვებში", - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია “რედკოს” გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური bm.ge-ისთან აცხადებს.

“რედკოში” ამბობენ, რომ თავდაპირველად მყიდველები ნამდვილად "გამოცოცხლდნენ" და მათი მომხმარებლის, დაახლოებით, 10%-ს წარმოადგენდნენ ადამიანები, ვინც უძრავი ქონების შესყიდვა სუბსიდირების პროგრამის გამო გადაწყვიტა; შემდეგ კი, ლარის კურსის მერყეობამ და ეპიდმდგომარეობის გაუარესებამ ბაზარი ისევ დააპაუზა.

“თავიდან, როცა დაიწყო პროგრამა, ამან გაყიდვებში გარკვეული სტიმულირება მოახდინა; რა თქმა უნდა, დიდი ნაწილის არა, მაგრამ იყო სტიმულირება, რაც მნიშვნელოვანია კრიზისის დროს, თუმცა პარალელურად იმდენი მომიჯნავე პრობლემა წამოვიდა წინა პლანზე - განსაკუთრებით აღვნიშნავდი პანდემიას, რომელიც ძალიან ძაბავს ყველას, ამას დაემატა ლარის გაუფასურება... ვერ ახერხებს ეს პროგორმა დიდ სტიმულირებას, რადგან ლარი ყოველდღიურად უფასურდება, არის ეპიდემია და ეს პროცესებს მნიშვნელოვნად აჩერებს”,- აცხადებს მალხაზ კუნელაური.

მისივე თქმით, დღეს იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ეფექტიანობის გაზომვა შეუძლებელია.

“მხოლოდ 4%-იანი სუბსიდირებით დღეს ვერცერთი ჩვენგანი ვერ წახალისდება, რომ ბინა შეიძინოს; სხვა ბევრი პრობლემა გვაფერხებს”, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.