მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაკრებისთვის ამხანაგური თამაში არ არსებობს... ვეცდებით, ორივე თამაშში გავიმარჯვოთ" - ხვიჩა კვარაცხელია

641c83618b43a
ალა ისპირიანი
23.03.23 20:54
1128
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ბათუმში მონღოლეთთან ამხანაგური მატჩით გახსნის. შეხვედრა 25 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს პირველად ხვდება. მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ ბათუმში 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ნორვეგიასთან გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიას სჯერა, რომ აღნიშნულ თამაშებზე სტადიონი სავსე იქნება და გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს.

"ნაკრებისთვის ამხანაგური თამაში არ არსებობს და ყველა თამაში მნიშვნელოვანია. როგორც ნორვეგიასთან ისე მონღოლეთთან კარგი იქნება თუ სავსე სტადიონზე ვითამაშებთ და მჯერა, ორივე თამაშზე სავსე იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სტადიონიდან ხალხი სახლში ბედნიერები დავაბრუნოთ. ვეცდებით ორივე თამაშში გამარჯვება მოვიპოვოთ.

არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ალბათ დაცვითი თამაში გავაუმჯობესე და უფრო მეტად გუნდთან ერთად ვაშობინოთ რადგან ის მინუსი მქონდა რომ ბალანსს ვერ ვპოულობდი, უფრო მეტად ჩემ თავზე ვიღებდი მაგრამ ალბათ ესეთ გუნდში თამაშმა ის შედეგი მოიტანა რომ უფრო გუნდში უნდა ვითამაშო, რადგან ორივე გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ გარეშე ალბათ ასეთი ფეხბურთელი ვერც ვიქნებოდი.

ყველა ადამიანს, მათ შორის მეც, ალბათ აქვს მინუსი, თუმცა ყოველთვის ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვასწორო. მაგალითად, არის მომენტი, რომ გულშემატკივართან ფოტოს გადასაღებად ვერ გავჩერდი, მაგრამ უნდა გამიგონ, ხანდახან ეს რთულია – ამაზე მეც ვბრაზდები, რომ ვერ გავჩერდი… თუმცა, ვეცდები, ყველა ადამიანი გახარებული იყოს.

როცა ამდენი ხალხი გქომაგობს, პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს – მეტი უნდა გააკეთო და მოედანზე უფრო მეტი უნდა დაამტკიცო. აქვე ვიტყვი, რომ გულშემატკივრები ძალიან მეხმარებიან და ამიტომ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პარტნიორი, რამდენიმე დღის წინ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" გახდა.