მომავალ 3-4 წელიწადში “ნათენაძის მარნის” წარმადობა გაორმაგდება. ამის შესახებ BM.GE-თან “ნათენაძის მარნის” დამფუძნებელმა განაცხადა. როგორც გიორგი ნათენაძე ამბობს, 2018-2019 წლებში წლიურმა წარმოებამ 5000 ბოთლზე მეტი შეადგინა. მეღვინე გათვლას მის საკუთრებაში არსებულ მეორე კომპანიაზეც აკეთებს, საიდანაც დიდ მოსავალს ელოდება.
“ალბათ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში საერთო ჯამში 10 000 ბოთლის წარმოებას შევძლებთ. თუმცა ჩვენი მეორე კომპანია ვარძიის ტერასები აიღებს ალბათ დიდ მოსავალს და გვექნება უკვე გახსნილი გზა სხვადასხვა ქვეყნისთვის. მესხური ღვინოს ვარძიის ტერასებდან ექნება ალბათ დაახლოებით 8-9 ქვეყნის ბაზარი, სადაც მისი გაიყდვები საინტერესო იქნება“,- აცხადებს გიორგი ნათენაძე.
“ნათენაძის მარნის” ღვინო ამ ეტაპზე აშშ-ში, იაპონიაში, ბრიტანეთში, დანიაში, შვეიცარიაში, ბელგიასა და გერმანიაში გადის. რიგში კი იტალია და შვედეთია, სადაც მესხური ღვინო ექსპორტზე მიმდინარე წელს გავა. მესხური ღვინის მწარმოებელი და "ნათენაძის მარნის" დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2018-2019 წლებში მათი ღვინის წარმოება 70%-ით გაიზარდა.