მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NATO-ს პარტნიორები თქვენი ოპოზიციის ლიდერის დაკავებით შეშფოთებული არიან" - სტოლტენბერგი

6052228a4c22f
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.21 19:45
936
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მათი პარტნიორები საქართველოში მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების თაობაზე შეშფოთებას გამოხატავენ. 

როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ქვეყანას ფუნქციონირებადი პარლამენტი უნდა ჰყავდეს. 

“NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება რამდენიმე ძირითად ღირებულებას - კანონის უზენაესობას, ადამიანის თავისუფლებას, დემოკრატიას და, რა თქმა უნდა, ეს ღირებულებები ასეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეებისთვისაც. ეს არის მიზეზი, რის გამოც მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რეფორმების დანერგვას უკავშირდება. რეფორმებს არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ სასამართლო და სხვა მიმართულებებითაც. NATO და მისი პარტნიორები არაერთი წელია, მიესალმებიან ამ ძალისხმევას. ეს არის ამასთანავე მიზეზი, რის გამოც პარტნიორები გამოხატავენ შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა განვითარებაც მათ საქართველოში იხილეს.

მათ შორისაა მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხიც. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამ სირთულეებისა და დაპირისპირების გადაჭრა. გვსურს, რომ იყოს გამონახული გზა, რომლითაც საქართველო გააგრძელებს რეფორმების იმპლემენტაციას და თქვენს დემოკრატიას ეყოლება ფუნქციონირებადი პარლამენტი. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მედიაციის პროცესს, რომელიც ევროკავშირის ლიდერობით მიმდინარეობს. მე და ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი დღეს ჩვენს შეხვედრაზეც განვიხილეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები ბატონ ირაკლისთან მომდევნო შეხვედრებზეც გაამახვილებენ ამ საკითხებზე ყურადღებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან უკვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელებას ნატო აქტიურად უჭერს მხარს.

პარალალურად, თბილისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის დიალოგი მიმდინარეობს.