მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია"

5fbf4f623f7b6
BM.GE
26.11.20 11:25
1385
"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან სახელმწიფო დაფინანსების აღება და ამავდროულად არჩევნების შედეგების ბოიკოტირება ერთმანეთთან შეუთავსებელია. ჯაფარიძე წერს, რომ პარტიების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია იქნება. 

"პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. ირიბი ლეგიტიმატიცაა არჩევნების შედეგების გამოვა. კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება.  ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და ოცნების ეულად დატოვებას. მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას. პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა.

მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ გაისროლეს,"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით შეიცვალა პარტიების სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი. ახალი ფორმულის თანახმად, პარტიისთვის გადასაცემი ყოველწლიური დაფინანსება არის ასეთი:

პირველ 50 000 მიღებული ხმისთვის თითოეულზე – 15 ლარი;
50 000-ის შემდეგ მიღებულ თითოეულ ხმაზე კი, 5 ლარი.

შესაბამისად, ამ გზით დათვლილი დაფინანსება ასეთია:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 4,852,265 ლარი; 
  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - 2,936,880 ლარი; 
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 842,740 ლარი; 
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - 788,650 ლარი; 
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 787,900 ლარი; 
  • საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” - 785,030 ლარი; 
  • „გირჩი“ - 767,235 ლარი; 
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 363,780 ლარი; 
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 270,615 ლარი. 

აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები ასევე დამატებით დაფინანსებას მიიღებენ გენდერული კვოტის დაცვის გამო, რაც ამ შემთხვევაში მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით არის განსაზღვრული.