აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის" კანდიდატ ილჰამ ალიევის გარდა, 6 კანდიდატი მონაწილეობს - 4 ოპოზიციურად მიჩნეული პარტიებიდან და 2 დამოუკიდებელი.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ დარეგისტრირებულია 6 478 623 ამომრჩეველი.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 16:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 62,1% იყო.
ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახმა ხმა ყარაბაღში, ქალაქ ხანქენდიში მისცეს.
არჩევნები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეოთხე ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე იმართება. აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა, შესაბამისად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.
ალიევმა არჩევნების თარიღის შეცვლის სამი მიზეზი დაასახელა. მან ადგილობრივ ტელეარხებს განუცხადა, რომ ყარაბაღში გამარჯვებამ „ახალი ეპოქა“ მოიტანა, რაც ახალ არჩევნებს საჭიროებს, პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში არჩევნები პირველად ჩატარდება ყარაბაღშიც და აღინიშნება თავისი მმართველობის მეოცე წლისთავიც.
ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი ამ თანამდებობას 7 წლის განმავლობაში დაიკავებს. ილჰამ ალიევი პრეზიდენტი 2003 წელს გახდა, იქამდე კი ამ თანამდებობას მამის, ჰეიდარ ალიევი იკავებდა.