მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე 17 საათისთვის 70.85%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათის მდგომარეობით 70,85% შეადგინა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საარჩევნო კომისიის (ცესკო) სამდივნოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

6 521 საარჩევნო უბნიდან მიწოდებული ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ხმა 4 590 075-მა ამომრჩეველმა მისცა.

2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევი ფაქტობრივად უალტერნატივო კანდიდატია.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი ამ თანამდებობას 7 წლის განმავლობაში დაიკავებს. ილჰამ ალიევი პრეზიდენტი 2003 წელს გახდა, იქამდე კი ამ თანამდებობას მამის, ჰეიდარ ალიევი იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები