"პრემიერის განცხადება, რომ ძალდატანებით არავის ავცრით, შეცდომა," - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ქვეყანაში ვაქცინაციის სავალდებულოობის საკითხზე bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
ის აღნიშნავს, რომ გაუბედავი ნაბიჯებით სიარული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარების პერიოდში არ შეიძლება და მთავრობამ რადიკალურ ზომებს უნდა მიმართოს.
„მთავრობამ უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება და კატეგორიულ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს ყოველი მიზეზის გარეშე. მაგალითად, ჩვეულებრივად ვუთხარი ჩემს თანამშრომლებს, რომ სამსახურში არ დაიშვებოდნენ თუ აცრა არ ექნებოდათ გაკეთებული. სულ ყველა აიცრა. როდესაც მსოფლიო მოგიწოდებს და პროფესიონალები გეუბნებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია და შენ არ გაქვს ისეთი არგუმენტები, რომელსაც ასაბუთებ და პერსონალური შეხედულება გაქვს რაღაცის მიმართ, რომელმაც შეიძლება მეორეს ავნოს, არ ხარ სწორი.
პრემიერის ეს განცხადება რომ ჩვენ ძალდატანებით არავის ავცრით, შეცდომაა. ეს ათამამებს ადამიანებს და ჰგონიათ რომ პიროვნული თავისუფლების ნიშანია. ეს ეგოისტობის ნიშანია. მე რომ ვიყო ადამიანებს კატეგორიულად ავუკრძალავდი, ტრანსპორტში, რესტორანში შესვლას... თუ უნდა აუცრელი იყოს, იყოს სახლში, ან ეზოში. თუ უნდა თავისი გარემო შექმნას, უნდა იმყოფებოდეს თავის გარემოში და საზოგადოებაში ინტეგრირებული არ უნდა იყოს.
მთავრობა ვალდებულია გაბედოს, რადგან ასე ადამიანები იღუპებიან, უშველებელი ხარჯი უჯდებათ ეს ვაქცინები, დაუთვლელი საკითხებია და ყოველგვარ ბიუჯეტს არის გადაცილებული, ეკონომიკა კი შეზღუდული რჩება. ეს არ არის თავისუფლება, ეგ ეგოიზმია. გაუბედავი ნაბიჯებით დადის მთავრობა. რადიკალური ღონისძიებებია საჭირო...“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ და დასძინა, რომ მომავალ წელს ქობულეთში მისი სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ აუცრელ დამსვენებელს არ მიიღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას