მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროფესიონალი კადრები ამერიკაში წავიდნენ“ - გურამ ბაღდოშვილი

62e2bb8f3a918
ალა ისპირიანი
28.07.22 22:34
6423
გასული ორი პანდემიური წლის შემდეგ ბევრი კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კადრების დეფიციტია. რესტორნები აღნიშნულ პრობლემას რამდენიმე მიზეზით ხსნიან რომელთა შორისაა: პანდემიის პერიოდში პროფესიის შეცვლა; ადამიანების მიგრაცია; არასაკმარისი კვალიფიკაცია; მენტალიტეტი და დაბალი ხელფასები.

როგორც Bm.ge-სთან რესტორანი “ჩვენის” დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი ამბობს, ხელფასები მათ შემთხვევაში პრობლემა არასოდეს ყოფილა. მისი მოსაზრებით, ადამიანები უიმედობამ და დაუფასებლობამ დაღალა, რის გამოც ქვეყანას ტოვებენ.

„პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიატოვა პროფესია და ეს დარგი აღარ აინტერესებთ. ქართველი პროფესიონალების გადინება ევროპაში და სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა. ამერიკაში ძალიან ბევრია წასული. მე მაგალითად 5 კარგი პროფესიონალი კადრი ამერიკაში წამივიდა. ჩვენთან ხელფასები პრობლემა არასოდეს ყოფილა.

მათი წასვლის მიზეზი ძირითადად უიმედობა და ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციაა. ასევე ზოგმა უფრო ნაკლებად ფიზიკური დატვირთვის სამსახურები ნახა“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა და დასძინა, რომ პრობლემა ძირითადად პანდემიის პერიოდიდან დაიწყო, რადგან მისი თქმით, აღნიშნული სფერო სახელმწიფოსგან სრულიად უპატრონოდ დარჩა.