მეცხოველეობის კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ცხვრის ექსპორტის მიმართულებით განსაკუთრებული მოთხოვნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდის.
მისივე თქმით, აქტიურია ევროპაც, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ DCFTA ცხოველური პროდუქციის რეალიზაციას არ ითვალისწინებს, კომპანიას ევროპაში მიწოდების საშუალება არ აქვს.
გონაშვილის განმარტებით, იმისათვის რომ ქვეყანას ექსპორტის საშუალება მიეცეს, მუშაობაა საჭირო.
„საქართველოში მეცხვარეობა ექსპორტის მიმართულებით მუსლიმანურ დღესასწაულებზეა დამოკიდებული. შესაბამისად წელს ცოცხალი ცხვრის ექსპორტის სეზონი აგვისტო-სექტემბრამდე გადაიწევს. რაც შეეხება ხორცს, ის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ყატარში, ქუვეითსა და დუბაიში გადის. ქართული ცხვარი უცხოეთის ბაზრებზე ძალიან მოსწონთ. ამას ხარისხიანი პროდუქციის სეგმენტის სახე უნდა მივცეთ.
მაღალი მოთხოვნაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ქართული ცხვრის ექსპორტით დაინტერესებულია ევროპაც. თუმცა ევროპაში DCFTA-ის გამო მიწოდების საშუალება არ გვაქვს. ამაზე მუშაობაა საჭირო. ამაში FAO-სთან ერთად ჩართულები ვართ. ისინი საქონლის საყურე ნომრის გაკეთებას აპირებენ, რომელიც ცხვრისა და საქონლის ისტორიას აღრიცხავს, საბოლოოდ კი ხორცის შეძენის დროს ამ ისტორიის ინტერნეტით შემოწმების საშუალება გექნებათ, მათ შორის როდის დაიბადა ცხოველი, რა აცრა ჩაუტარდა და ა.შ. ეს რთული სისტემაა, რომელსაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. მთავარია, რომ ამ პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია“ - ამბობს „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი