მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული სტანდარტით ზარალზე, ხოლო საერთაშორისოთი მომგებიანი ვართ" - ვითიბი ბანკის CEO

602154186b1fc
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 19:00
891
„ქართული სტანდარტით ზარალი გვქონდა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტით მომგებიანი ვართ, რომელი სტანდარტი უფრო სწორია თავად გადაწყვიტეთ“, - განაცხადა „ვითიბის ბანკის“ CEO-მ არჩილ კონცელიძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ.

საქმე იმაშია, რომ ეროვნული ბანკისთვის კომერციული ბანკების მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური შედეგების მიხედვით, "ვითიბი ბანკს" 14.8 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, რაც მათ მიერ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის 40-მილიონიანი რეზერვის შექმნას უკავშირდებოდა. 

არჩილ კონცელიძე ამბობს, რომ კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, თუმცა ბანკს ლიკვიდურობის პრობლემა არ გასჩენია, რაც მნიშვნელოვანია.

„ყველა კრიზისების დროს მთავარი ლიკვიდურობაა. საბანკო სისტემას და ჩვენს ბანკს ლიკვიდურობის პრობლემა არ შექმნია. რაც შეეხება მომგებიანობას, ხალხმა ხელფასები დაკარგა, კომპანიები გაჩერდნენ და თავისთავად ბანკმა იზარალა, მათ შორის ვითიბი ბანკმა. ქართული სტანდარტით ზარალი გვქონდა, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტით მომგებიანი ვართ, რომელი სტანდარტი უფრო სწორია თავად გადაწყვიტეთ“, - განაცხადა კონცელიძემ

2021 წლის შეფასებისას კი „ვითიბის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარი ის რეზერვებია, რომელიც ბანკმა გასული წლების განმავლობაში დააგროვა.

„იმედი გვაქვს, რომ ის რეზერვი, რომელიც გავატარეთ, რაც ჩვენი ბანკის შემთხვევაში დანაკარგების რეზერვი 40 მლნ ლარამდე იყო, დაფარავს მიმდინარე წლის მოლოდინს. თავისთავად ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გამოვალთ პანდემიური პერიოდიდან, რამდენად სწრაფად ამუშავდება ეკონომიკა და ტურიზმი“, - უთხრა BM.GE-ის არჩილ კონცელიძემ.

ქართული ბანკების 2020 წლის მოგება/ზარალის რეიტინგი იხილეთ ბმულზე.