მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რედკო": სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს

5f9e7d366a2a9
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.20 09:45
1109
"სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს", – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია “რედკოს” გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური აცხადებს.

მისი თქმით, მსგავს რეჟიმში ცხოვრება ბიზნესზე უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელი ხდება გრძელვადიანი, სტაბილური და მდგრადი განვითარება.

“ხელისუფლების ცვლილებიდან ცვლილებამდე იგეგმებიან ადამიანები და ეს არის ცუდი. რას ვგულისხმობ? - იმდენად ყველა გადართულია არჩევნებზე, რომ სხვა პროცესები, როგორიც არის ეკონომიკური აქტივობა, სრულიად მინელებულია. ეს არ არის სწორი და ისეთ სექტორს, როგორიცაა ბიზნესი, სჭირდება, რომ ყურადღება არ მოაკლდეს”, - აცხადებს მალხაზ კუნელაური BMG-ისთან.