მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიონის მცველების" ორი მოთხოვნა ხელისუფლებას

607838b408858
ინგა მურუსიძე
15.04.21 16:56
809
„რიონის ხეობის მცველები“ ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართავენ. როგორც საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს რკინის ჯებირები, რომელიც „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიას საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ყოფს და ჩავიდეს ადგილზე სასაუბროდ პრემიერი, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი, თუმცა არა ეკონომიკის მინისტრი.

„ბოლო სამი დღეა უკვე სოფელ გუმათში რკინის ფარდასთან მოვუწოდებთ საპოლიციო ძალებს, რომ გაგვატარონ და მოგვცენ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება. დღესაც ვამბობ იმას, რასაც ბოლო დღეებია ვიმეორებთ - ნუ გვიზღუდავთ კონსტიტუციურ უფლებას.

საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება დიალოგთან დაკავშირებით და ჩვენც არ ვართ ამის წინააღმდეგი. ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ძირითადი საგანი იყო სწორედ თანაბარუფლებიანი დიალოგი. თუკი გაგვატარებენ ჰესის ტერიტორიაზე, აიღებენ რკინის ფარდას, ასევე მოვა გადაწყვეტილების მიმღები და დაგველაპარაკება, ანუ პრემიერი, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი, მზად ვართ შეხვედრისთვის“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.