მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა მედიცინის და მეცნიერების გჯერა, ვაქცინაციაზე კითხვებიც კი არ შეიძლება, დაისვას" - ქაშიბაძე

609f7e5241ea9
ინგა მურუსიძე
15.05.21 12:40
700
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ დღესდღეობით ვაქცინაციას ალტერნატივა არა აქვს.

ამის შესახებ მან გადაცემა #BMGDRIVE-ში ისაუბრა და თქვა, რომ ისიც და მისი მეუღლეც აცრილები არიან "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინებით, ხოლო შვილი რიგს ელოდება და "სინოფარმით" აიცრება.

"ვაქცინაციის დროს ექიმი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. თუ გჯერა მედიცინის, მეცნიერების, კითხვებიც არ შეიძლება, დაისვას. ეს არ არის მხოლოდ თითოეული ჩვენგანის პრობლემა. ეს არის საფრთხე ყველასთვის, ამიტომ მიკვირს კიდეც, რომ მეკითხებიან, ავიცერი თუ არა, აბა, რა უნდა მექნა?

ყოველ წელს ვიცრები ხოლმე გრიპზე, და არასდროს ჩავციებივარ, რომელი ქვეყნის წარმოებული ვაქცინაა და ა.შ. არც კი დავფიქრებულვარ, როგორც კი დაიწყო ვაქცინაცია, პირველივე დღეს ჩავეწერე. ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ძალიან ცოტა რამეს ჰყავს იმდენი ადამიანი დაცული და გადარჩენილი, რამდენიც ვაქცინას", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.