მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა მსხვილი საკითხი იყო გადასაწყვეტი, ბუქსაობის რეჟიმზე გადავდიოდით”- ბიზნესმენი თურნავაზე

6203eb03e2c03
ანუკა ჯოხაძე
10.02.22 14:27
823
მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურონეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩაანაცვლა. დავითაშვილის თანამდებობაზე კი მისივე მოადგილე ოთარ შამუგია დაწინაურდა.

როგორ აფასებს ბიზნესი გადაადგილებებს და ელოდება თუ არა კერძო სექტორი ცვლილებებს? - ამ კითხვით BM.GE-მ სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორს ლევან ყარალაშვილს მიმართა.

როგორც ლევან ყარალაშვილი ამბობს, შიდა საკადრო ცვლილებებით არაფერი შეიცვლება. მისი თქმით, ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრობის დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბიზნესთან კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება იყო. ყარალაშვილი ამბობს, რომ პრობლემები კომუნიკაციის ნაწილში მაშინ იწყებოდა, როცა თურნავასთან ბიზნესი მსხვილი საკითხის გადასაწყვეტად მიდიოდა.

“მიკრო დონეზე იღებდა გადაწყვეტილებებს და აგვარებდა, თუმცა როგორც კი მსხვილი საკითხი იყო, გადავდიოდით ბუქსაობის რეჟიმზე. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, როცა ვითხოვდით დარგის დახმარებას და სავაჭრო ცენტრებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.

ვთხოვდით, ამ კუთხით შუამდგომლობას ფინანსთა მინისტრთან, თუმცა ეს ყველაფერი არაფრით დამთავრდა. ალბათ ეკონომიკის სამინიტროს ქვეშ თუ განვიხილავთ ინვესტიციების მოზიდვასაც, FDI-იც ისტორიულ მინიმუმზეა”-აცხადებს თბილისი ცენტრალის დირექტორი ლევან ყარალაშვილი.