მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როსკომნადზორის" გადაწყვეტილებით, რუსეთში Facebook-ი დაიბლოკა

622257476d183
თამთა ჯიჯავაძე
04.03.22 22:13
1599
"როსკომნადზორის" გადაწყვეტილებით, რუსეთში Facebook-ი დაიბლოკა.

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, 4 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაიბლოკოს წვდომა Facebook-ის ქსელზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

„2020 წლის ოქტომბრიდან Facebook-ის მიერ რუსეთის მედიის და საინფორმაციო რესურსების დისკრიმინაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღეებში, სოციალურმა ქსელმა შეზღუდა წვდომა შემდეგი პლატფორმების ანგარიშებზე: „ზვეზდა TV”, “რია ნოვოსტი“, „სპუტნიკი“, „რაშა თუდეი“, „ლენტა.რუ“, „გაზეტა.რუ“.

აღნიშნული შეზღუდვები აკრძალულია ფედერალური კანონით #272-ფ3 "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების, ადამიანის თავისუფლების დარღვევის საფუძველზე პირებზე ზემოქმედების ზომების შესახებ", რომელიც მიღებულია, მათ შორის თავისუფალი ინფორმაციის საკვანძო პრინციპების და უცხოურ ინტერნეტ-პლატფორმებზე რუსი მომხმარებლის რუსულ თავისუფალ მასობრივი მედია საშუალებების უცხოურ პლატფორმებზე თავისუფალი წვდომისთვის“, - წერია „როსკომნადზორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.