მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თითქმის სრულად რუსეთზე ვართ დამოკიდებული"

6227306245cc9
სალომე ჭიპაშვილი
09.03.22 21:50
1274
“რამდენიმე წელია გვაქვს ფინანსური მხარდაჭერა, რათა ჩვენი პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს, თუმცა ამ პროცესმა ფასადური სახე მიიღო და რეალურად შედეგზე არ აისახება", - ასე შეაფასა სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „მომავლის ფერმერი“-ს ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო ევროსტანდარტების დაკმაყოფილება, მაგრამ სტაბილურად რომ ვიყოთ ევროკავშირზე დამოკიდებული და არ გვქონდეს რყევები, ამას ვერ მივაღწიეთ", - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ თითქმის სრულად რუსეთზე ვართ დამოკიდებული. რუსუდან გიგაშვილმა ამ კონტექსტში ხორბლის მაგალითი მოიყვანა და გაიხსენა, რომ მართალია, ხორბლის იმპორტზე ყაზახეთთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ ტრანსპორტირების ნაწილში მაღალი ხარჯის გამო, დივერსიფიკაცია ვერ მოხერხდა. 

ამასთან, თემაზე საუბრისას "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელმა ყურადღება სოფლის მეურნეობაში ცოდნის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. 

„ჩვენი ყველა რესურსი - მიწა თუ ადამიანური, სრულად რომ გამოვიყენოთ, მაგალითად, ხორბლით თვითუზრუნველყოფას მაინც ვერ შევძლებთ. ამისთვის ტექნოლოგიები უნდა დაიხვეწოს და ამაში ჩაიდოს ინვესტიციები და არ უნდა ხდებოდეს მუდმივად მუდმივად სუბსიდირება", - აღნიშნა გიგაშვილმა და მაგალითად თურქეთი მოიყვანა. 

"დღეის მდგომარეობით, მეზობელ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის კუთხით თვითუზრუნველყოფა მაღალი აქვს და ექსპორტზე გატანის სტრატეგიაც შეიმუშავა, რომლის შედეგებსაც საქართველო გაზაფხულიდან იგრძნობს", - თქვა მან.