უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა.