მთავრობამ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ე.წ CFD სქემა და სიმძლავრის აუქციონის შესახებ მემორანდუმი გაასაჯაროვა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას აუქციონში გამარჯვებულ ფასად ელექტროენერგია გარანტირებულად შეისყიდოს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მხარდაჭერის პერიოდი განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის განსხვავებულია. ჰიდროელექტროსადგურებისთვის CFD ხელშეკრულებები 8 თვის განმავლობაში (სექტემბერი- მარტი), ქარის სადგურებისთვის 9 თვე (აგვისტო-აპრილი), მზის და სხვა განახლებულ ენერგიებზე მომუშავე სადგურებისთვის კი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მხარდაჭერის სქემა ხორციელდება ესკოს მიერ. ის ფასთა სხვაობას, იგივე საბითუმო ფასზე დამატებას გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საბითუმო ფასი ნაკლებია cfd ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე. ესკოსთვის კი ფასთა სხვაობა გადაიხდება, როცა ელექტროენერგიის საბითუმო ფასი მეტია cfd ტარიფზე.
მემორანდუმში განმარტებულია, რომ ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლის შემოთავაზებული ტარიფიც უფრო დაბალი იქნება. დადგენილებაში ამ ჩანაწერს საგანგაშოდ აფასებს CBS ჯგუფის განახლებადი ენერგიების პროექტების მენეჯერი. გიორგი მარგებაძის განმარტებით, ამ პარამეტრით შესაძლოა მთლიანი არეალის პოტენციალი მთლიანად დაიკარგოს. მისი აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ტარიფს, არამედ იმას, ვინც უფრო მეტი სიმძლავრის პროექტის განხორციელებას სთავაზობს სახელმწიფოს.
„ყველაზე მთავარი, კრიტიკული და ვიტყოდი საგანგაშო არის მეექვსე მუხლის მეექვსე პუნქტი, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ თუ ერთ არეალში ორი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, ვისაც დაბალი ტარიფი ექნება იმას მიენიჭება უპირატესობა. რა პრობლემა არის ეს? ჩვენ ვიცით, რომ მდინარეს კონკრეტულ არეალში შეიძლება პოტენციალი ჰქონდეს აშენდეს 15 მეგავატის სიმძლავრის სადგური, თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც ვერ ახდენენ დიდი ფინანსების მოზიდვას და მობილიზებას და მიდიან იმ მეთოდოლოგიით, რომ გააკეთონ შედარებით პატარა, 3 მეგავატი ან 5 მეგავატი სიმძლავრის სადგური.
წარმოდგენილი სქემით, ფაქტობრივად მთელი მდინარის, რომლის პოტენციალი პირობითად 15 მეგავატია, პოტენციალი კვდება. ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ თუ 4 მეგავატიანი ჰესი მოგვცემს დაბალ ტარიფს, ვიდრე 15 მეგავატიანი, გამოდის, რომ ინვესტიცია რაც უნდა მოსულიყო 15 მეგავატიანის შემთხვევაში, აღარ მოვა, სამუშაო ადგილები იმდენი აღარ იქნება და ბიუჯეტშიც იმდენი აღარ გადაიხდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ მდინარის პოტენციალი კვდება. მე არ მესმის ამით რას ვაკეთებთ, 4 და 3 მეგავატიანი სადგურები გვირჩევნია პირობითად 15-20 მეგავატიანს? და 15 წლით ვცხოვრობთ? 15 წელიწადში ვიგეგმებით მხოლოდ და იმის იქით აღარ გვაინტერესებს?
ჩემი აზრით, მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ მდინარეების პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. თუ ერთ არეალში 2 კომპანიაა დაინტერესებული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ტარიფს, არამედ იმას, ვინც უფრო მეტს სთავაზობს სახელმწიფოს გამომუშავების კუთხით. ამას მოჰყვება მეტი ინვესტიცია, მეტი ბიუჯეტში გადახდილი თანხები, სოციალური პროექტები და დასაქმებული ადამიანები“,-ამბობს გიორგი მარგებაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება