მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამიზნე $1-მილიარდიანი ბრუნვაა" - რას ყიდის/ყიდულობს საქართველო სომხეთში?

61c08a466a2df
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.21 18:00
1015
სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის 11 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $612 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით სომხეთმა მთლიანად საგარეო ვაჭრობაში საქართველოს მეშვიდე უმსხვილესი პარტნიორის პოზიცია დაიკავა.

დღეს ქვეყანაში სომხეთის პრემიერის ნიკოლ პაშინიანის ვიზიტი შედგა, რომელზეც ფაშინიანმა განაცხადა, რომ უცვლელი რჩება სამიზნე, რომ ორ ქეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

“წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულებით მუშაობა და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას. მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე,” - განაცხადა პაშინიანმა სამთავრობო კომისიის სხდომაზე.

სტატისტიკის თანახმად, წელს სომხური იმპორტი სომხეთში ექსპორტს აჭარბებს. კერძოდ, სომხეთიდან საქართველოში $385 მილიონის საქონელი შემოვიდა, ექსპორტი კი 226 მილიონი იყო, თუმცა სინამდვილეში სომხურ იმპორტში, რომელიც $385 მილიონია, 83% ერთ საქონელზე, სპილენძის მადნებზე მოდის, რომლის იმპორტიც $320 მილიონი იყო. თავად სპილენძის მადნები საქართველოში მოხმარებისთვის არაა განკუთვნილი და ის საქართველოდან რეექსპორტის გზით გადის და ამ საქონლის “ყიდვაში” საქართველო თანხებს არ იხდის. შესაბამისად, სპილენძის მადნების გამოკლებით, სომხური იმპორტი მხოლოდ 65 მილიონი დოლარია.

რაც შეეხება ქართულ ექსპორტს სომხეთში, ის ბევრად დივერსიფიცირებულია და მრავალი პროდუქტისგან შედგება. კერძოდ, ექპორტში პირველ ადგილზეა $10.2 მილიონის ეთილის სპირტი; მეორეზე - 8 მილიონი დოლარის ღირებულების ბულდოზერები; მესამეზე = 7.5 მილიონის მედიკამენტები; მეოთხეზე - ხის მასალები $7 მილიონით.

უფრო დეტალურად ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა ასე გამოიყურება: