მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქციების თავიდან არიდების მიზნით ქართული საბანკო სექტორის გამოყენებას გამოვრიცხავ" - გვენეტაძე

624422e6686ef
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.22 14:00
1166
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების არიდების მიზნით ქართული საბანკო სისტემის გამოყენებას სებ-ი “აბსოლუტურად გამორიცხავს”.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი მჭიდრო თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. გვენეტაძეს თქმით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელიც ამ მიმართულებით ბანკებში ნებისმიერი გადაცდომის შესაძლებლობას გამორიცხავს.

“ბანკებს შემუშავებული აქვთ თავიანთი პროცედურები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი რისკების მატერიალიზება არ მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 თებერვლიდან, ანუ სანქციების გამოქვეყნებიდან ეროვნულმა ბანკმა მისცა მითითება მის ზედამხედველობაში არსებულ სუბიექტებს, რომ მათ განუხრელად უნდა დაიცვან ის სანქციები, რომლებიც აამოქმედა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, რაც ნიშნავს, რომ ეს სექტორი განუხრელად იცავს ამ სანქციებს.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორი პოტენციალი აქვს და როგორ ახერხებს ზოგადად ქართული ფინანსური სექტორი, თუნდაც მანამდეც ასეთი ფინანსურ რისკებთან გამკლავებას, ამის ყველაზე კარგი შეფასებაა ის დოკუმენტი, რომლებიც 2019 წელს ევროპის საბჭოს ფულის გაეთრების კომიტეტმა MoneyWall-ის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშმა დადო. ვციტირებ - “საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს გააჩნიათ ფინანსური რისკების შეფასების მაღალი დონე, ამასთან მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს დანერგილი აქვთ შიდა კონტროლის ეფექტური სისტემები, ფულის გათეთრების და ტერორიზმის რისკების შესამცირებლად, რომელთა ეფექტიანობის შემოწმებაც სისტემატიურად ხორციელდება”. ასე რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ასეთი ეჭვები გაგვიჩნდეს.

ბაზრის მონაწილეები და ეროვნული ბანკი განუხრელად იცავენ საერთაშორისო ნორმას და რეზოლუციას რაც საჭიროა იმისათვის, რომ ვიყოთ ამ გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი.

მითითება ბანკებს სანქციების შესრულების შესახებ დაუყოვნებლივ გაეგზავნათ. ამავდროულად მათ აქვთ მუდმივი წვდომა სანქცირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა განახლებად სიაზე.

მეორე მხრივ, ამ სანქციების მოთხოვნათა დაცვა თავად საფინანსო ინსტიტუტების ინტერესში შედის, ესაა აუცილებელი, რათა მათ შეინარჩუნონ კავშირი როგორც ორმხრივ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. თუმცა, სანქციების განუხრელ დაცვას დამატებით ეროვნული ბანკიც აკონტროლებს.

ქართული საბანკო სექტორის სანქციების თავიდან არიდების მიზნით გამოყენებას აბსოლუტურად გამოვრიცხავს. ასეთი მცდელობაც კი იქნება მომენტალურად იდენტიფიცირებული და მას მოყვება უმკაცრესი შესაბამისი რეაგირება,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.