2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 28%-ია.
საერთაშორისო ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში სახელმწიფოს დანაშაულს ხედავს. ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ ხელისუფლება სანთლით უნდა ეძებდეს ინვესტორებს, რომლებსაც ქვეყნის მიმართ რწმენას გაუჩენს.
“ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც სანთლით უნდა ვეძებდეთ ინვესტორებს, სახელმწიფოს დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ შეინარჩუნოს არსებული ინვესტორები და კანონის ფარგლებში ყველა ტიპის მხარდაჭერა აღმოუჩინოს”,- აცხადებს ირაკლი ჟვანია.
ის ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ კონტაქტზე უნდა იყვნენ მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებთან.
“სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მეტი ინიციატივა, არ უნდა იყოს ისეთი ჩავარდნები, როგორიც იყო სხვადასხვა მსხვილ პროექტებში, რწმენა უნდა გაზარდოს უცხოელ ინვესტორებში, თავად უნდა გავიდეს პირდაპირ კომუნიკაციაზე მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებთან, რათა ინვესტორების შემობრუნება მოხდეს საქართველოში”,- აცხადებს ირაკლი ჟვანია.
მისივე თქმით, 2021 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე პანდემიას გავლენა აქვს, თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება ქვეყანაში 2020 წლამდე დაიწყო.
“ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ისედაც შემცირების ტრენდი იყო, თუ 2017 წელს არ ჩავთვლით. ეს კი განპირობებულია ბევრი რამით, პირველ რიგში ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ ნდობა, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება არის მათთვის ხელსაყრელი”,- ამბობს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი და ხაზს უსვამს, რომ ინვესტორები აკვირდებიან როგორც პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში, ასევე მსხვილი პროექტების განხორციელებას.
ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ საქართველოს ორივე მიმართულებით ჰქონდა ჩავარდნები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი