მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის გადადგომამ რეფორმის მიმართ ნდობის დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს"

5df36a77720f5
ინგა მურუსიძე
13.12.19 14:49
995
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თანამდებობიდან გადადგომამ რეფორმის განხორციელების მიმართ ნდობის დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს. ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტის სესიაზე, დეპუტატ ლევან სურგულაძის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სურგულაძეს ღირსეული წარმომადგენელი ჩაანაცვლებს.

"ბატონი ლევან სურგულაძის გადადგომის მიზეზებს მე ვერ გეტყვით. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად დააზიანებს ნდობას, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის თავად ინსტიტუტის ფუნქციონირება და მნიშვნელოვანი იქნება მოვალეობის შემსრულებელი და ის, თუ ვინ დაინიშნება საპენსიო ფონდის მმართველად. ვფიქრობ, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების მიმართ ნდობის დაკარგვა და ღირსეული წარმომადგენელი ჩაანაცვლებს მას", - განაცხადა გვენეტაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კობა გვენეტაძისგან დაინტერესდა, როგორია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომასთან დაკავშირებით.

"საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი, ბატონი ლევან სურგულაძე ვადაზე ადრე წავიდა თანამდებობიდან, მაშინ როდესაც პარლამენტმა მას 5 წლის ვადით ნდობა გამოუცხადა. ბატონო კობა, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ამაზე. ბატონი ლევანის შესახებ, ჩემი პირადი შეფასება არის ის, რომ იგი ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალია, ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობდა და ასრულებდა თავის მოვალეობას. მე პირადად არ მჯერა, რომ ის თავისი ნებით არის წასული ამ თანამდებობიდან, მგონია, რომ მას აიძულეს ამ თანამდებობიდან წასვლა. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად დააზიანებს ნდობას საპენსიო რეფორმის მიმართ ასეთი ნაბიჯი, როდესაც ერთ წელიწადში მისი ხელმძღვანელი ტოვებს თანამდებობას", - მიმართა კითხვით კობერიძემ კობა გვენეტაძეს.