მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მეტი რეფორმებია საჭირო" - ბორელი

64476b1fa00e2
თამთა ჯიჯავაძე
25.04.23 09:46
457
საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ ისტორიულ შესაძლებლობაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით და ასევე, დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებაზე.

დავადასტურეთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მეტი რეფორმებია საჭირო, ვინაიდან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იქნება განხილული. ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისაც შეხვდა.