მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს გაუმარჯოს" - შარლ მიშელი "ოცნების" და ოპოზიციის ლიდერების მიერ შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება

607dcd6d3afbb
თამთა ჯიჯავაძე
19.04.21 22:34
793
„საქართველოს გაუმარჯოს, ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს არსებული კრიზისიდან გამოსვლის შეთანხმების ხელმოწერას“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მიშელი „ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების მიერ შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის ღონისძიებას დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.

ცნობისთვის, დოკუმენტს ხელი მოაწერეს დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილი, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.