მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროების ინსპექტირება ნელა მიმდინარეობს...ბიზნესი მცირედ შემოსავლებსაც კარგავს"

5ee71a32d5e56
ანუკა ჯოხაძე
15.06.20 10:45
926
"სასტუმროების ინსპექტირება ძალიან ნელა ხორციელდება”-ამის შესახებ BM.GE-თან გიდების საინციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა. როგორც გიორგიძე ამბობს, ამ მიმართულებით განსაკუთრებული პრობლემები რეგიონებშია, სადაც სასტუმრობი სტუმრებს ჯავშნებზე უარს მხოლოდ იმიტომ ეუბნებიან, რომ ინსპექტირება არ გაუვლიათ და დაჯარიმების რისკს ხედავენ.

“სასტუმროების ინსპექტირება მიდის ძალიან ნელა. მე ვიყავი ხევსურეთში, ძალიან ლამაზ და პოტენციურად ერთ-ერთ ნახვად რეგიონში, რომელიც ქართველებისთვისაც საინტერესოა. გუშინ ჩამოვედი და არცერთ "გესთ ჰაუსს", არ აქვს გავლილი ინსექტირება, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააგზავნეს მოთხოვნა, დაახლოებით 2 კვირის წინ, თუმცა არავის გაუვლია შემოწმება.

მე სადაც დავრჩი, არ ვასახელებ კონკრეტულად, ჩვენს თვალსწინ მიიღეს ჯავშანი, მაგრამ უარი უთხრეს, იმიტომ რომ არ იყვნენ ინსპექტირებული და შესაძლოა, დაჯარიმებულიყვნენ. აქედან გამომდინარე ამ პრობლემის წინაშე დგანან სხვა სასტუმროებიც, საქმე გვაქვს სწორი დაგეგმვის პრობლემასთან. გასაგებია, ინსპექტირება აუცილებელია, თუმცა ეს სასტუმროები წავიდნენ, დახარჯეს თანხები, მოემზადნენ, მაგრამ არც არავინ მივიდა ამ ადამიანებთან, შესაბამისად, ისინი კარგავენ მცირედ შემოსავლებსაც”-აცხადებს გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე.