“ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორუფციის პრობლემაზე საუბარი გააქტიურდა", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში შესაძლო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის კანონპროექტის კომენტირებისას “საქმიან დილაში” განაცხადა.
ჩუგოშვილის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ისინი, ვინც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით მონიტორინგს აკეთებენ, ხედავენ, რომ პრობლემები არსებობს და ის მზარდია.
“კორუფციასთან ბრძოლას რამდენიმე მიმართულება აქვს და ყველა მიმართულებას დღეს სახელმწიფო ფორმალურად ახორციელებს, მაგრამ ეს რეალურად არ ხორციელება. რაც შეეხება სტრუქტურას, სამსახურს სამი ძირითადი მიამრთულება აქვს და ერთ-ერთი მთავარი, საგამოძიებო დეპარტამენტია.
პირველი - კორუფციული დანაშუალების გამოძიება; მეორე - პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და პოლიტიკური ფული - საიდან მოდის ეს თანხები და როგორ ნაწილდება; მესამე - თანამდებობის პირების შემოსავალი და მათი ქონებაა, იყენებენ თუ არა ისინი თანამდებობას პირადი ინტერესებისთვის. ჩვენი ამოცანააა, რომ სახელმწიფოს და პარლამენტს გამოსავალი შევთავაზოთ”, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეალური გამოძიება და პირების პასუხისგებაში მიცემა მოხდეს, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა აუცილებელია.
“საერთაშორისო რეზოლუციები საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას პირდაპირ ავალდებულებს, სადაც სახელისუფლებო ჩარევა არ იქნება. იმისათვის, რომ ჩვენ რეალური გამოძიება ვაწარმოოთ და პირების პასუხისგებაში მიცემა მოხდეს, პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი ინსტიტუტის ჩამოყალიბება აუცილებელია. იმისათვის რომ, ამ სამსახურს პასუხისმგებელი პირი ხელმძღვანელობდეს, პარლამენტის მხრიდან დიდი მხარდაჭერა უნდა იყოს”, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
ცნობისთვის, საქართველოში შესაძლოა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური შეიქმნას და ის სუს-ის შემადგენლობიდან გამოვიდეს. ამას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების - თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, არსებული საკანონმდებლო მოდელი აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი