მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შაბათი ძალიან საშიში დღე იქნება" - ავსტრალიაში ხანძრები გაძლიერდა

5e0fa1b575cee
BM.GE
04.01.20 00:15
1978
ავსტრალიის მთავრობა ათობით ათას ადამიანს მოუწოდებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისკენ, ვინაიდან ვარაუდობენ, რომ ამ უქმეებზე ხანძრების გაკონტროლება რთული იქნება. სინოპტიკოსები ტემპერატურის 40 გრადუსამდე ზრდას ელოდებიან ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში. ასევე გაძლიერებულია ქარი. როგორც მთავრობაში აცხადებენ, შაბათი ძალიან საშიში დღე იქნება.

„სამწუხაროდ მოსალოდნელია საცხოვრებელი სახლების განადგურება, თუმცა, ძალიან ბედნიერები ვიქნებით და ვიტყვით, რომ წარმატებას მივაღწიეთ, თუ მსხვერპლი არ იქნება“, - განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის უფროსმა.

ვიქტორიის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სანაპიროებიდან 1000 ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია მხოლოდ პარასკევს განხორციელდა.

შეგახსენებთ, სექტემბრის შემდეგ ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძრებს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.