04.თებერვალი .2020 13:40

"შრომის კოდექსით" დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების განსაზღვრა იგეგმება

views 1381
უკან

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განსახილველად გადაგზავნილი კანონპროექტების ნუსხაში, სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად, "შრომის კოდექსში" ცვლილებების შეტანაზეც არის საუბარი.

კერძოდ, როგორც მთავრობის გეგმებში ვკითხულობთ, "შრომის კოდექსით" მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების, შესვენების და დასვენების დროის ლიმიტები განისაზღვრება, ასევე ღამით მუშაობა და ღამით მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დარეგულირდება.  

ამასთან, შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე შესაბამისი სანქციების დაწესება და "შრომის კოდექსში" სხვა ცვლილებები იგეგმება, მათ შორის:

"დაეხმარება სამუშაო ადგილებზე მამაკაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, რაც გულისხმობს სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას, თანაბარი შრომისთვის თანაბარ ანაზღაურებას და სხვა;

შეიქმნება დასაქმებულისთვის დაცვის დამატებითი გარანტიები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში და დასრულების შემდეგ; დაიცავს ორსულ, ახალნამშობიარები ან მეძუძურ დასაქმებულების ჯანმრთელობას, ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას აქტიურ შრომით საქმიანობაში, ასევე დაეხმარება მათ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ მობილობაში;

განისაზღვრება დამსაქმებლის ვალდებულება, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს შრომის არსებითი პირობების ან მათი ცვლილების შესახებ; 

დადგინდება კრიტერიუმები მასობრივი დათხოვნის განსაზღვრისთვის, ასევე დამსაქმებლის ვალდებულება დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მასობრივი დათხოვნის შესახებ დასაქმებულებს და გამართოს მათთან კონსულტაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი დათხოვნა ან მისი რაოდენობრივი შეზღუდვა, ასევე შესაძლებლობა, შერბილდეს მისი შედეგები თანმდევი სოციალური ღონისძიებებით.

ადგენს განსაზღვრული ვადით დასაქმებულების უფლებას, მიიღონ ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ, გაიარონ სამუშაოს ტიპთან დაკავშირებული გადამზადება, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო სამედიცინო შემოწმებით, რაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელსაც სამედიცინო შემოწმება სჭირდება".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა