მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სისულელე რომ გაგვეკეთებინა და სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს?“ - პრემიერი უსუფაშვილს

6290c40840372
BM.GE
27.05.22 16:43
858
"ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და რუსეთისთვის ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?" - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მისი ინტერპელაციის წესით მოსმენისას დეპუტატ დავით უსუფაშვილის შეკითხვას, იმის შესახებ რას გეგმავს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა რეალური გახდეს.

პრემიერმა განაცხადა, რომ ინტერესთა განსხვავებულობის მიუხედავად, ყველას ერთიანი პოზიცია ქვეყნის ინტერესების დაცვა უნდა იყოს.

„ალბათ არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაა მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ და პირველ კვარტალში 14.4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ჩვენი ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი - ყველა მიმართულებით პროგრესი გვაქვს. გეკითხებით - ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს? ამის წარმოდგენა თუ გაქვს ან პასუხი თუ გაქვთ მოქალაქეებს რომ გასცეთ პასუხი. მინდა გითხრათ, მესმის თქვენი მოტივაცია და მთავარს გეტყვით, ჩვენი ინტერესების მიუხედავად, ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ინტერესების დაცვა უნდა იყოს, რასაც სამწუხაროდ თქვენგან ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.