მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკარ ჯორჯია გაზი" კომერციული აბონენტებისთვის გაზის ტარიფს აძვირებს

6295f16270b13
BM.GE
31.05.22 14:42
2617
დღეს კომპანიებმა "სოკარ ჯორჯია გაზმა“ და "საქორგგაზმა" არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების შესახებ გააკეთეს განცხადება. 2022 წლის 1 ივლისიდან ამ ქსელებში კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან. 

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო "თბილისი ენერჯიმაც", რომელმაც 20,000 კომერციულ აბონენტს ტარიფი 1.10 ლარიდან 1.35 ლარამდე გაუძვირა. სოკარ ჯორჯიას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტარიფის გადახედვა ბუნებრივი აირის შესყიდვის გაძვირებამ განაპირობა. 

"2022 წლის 1 ივლისიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე,"- ნათქვაია განცხადებაში. 

"სოკარ ჯორჯია გაზის" არსებული 1.15-იანი ტარიფი  2021 წლის 1 დეკემბრიდან  მოქმედებდა. იქამდე მისი ღირებულება 0.95 ლარს შეადგენდა. 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები