22.სექტემბერი .2022 12:03

"სოკარი" თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებელს აფრთხილებს

"სოკარი" თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებელს აფრთხილებს
views 455
უკან

ბოლო პერიოდში, კომპანია „სოკარის“ სახელით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის შეტყობინება, რომლითაც საზოგადოებას „სოკარში“ აქტივების დაბანდებას სთავაზობენ. კომპანია „სოკარი“ საზოგადოებას აფრთხილებს, არ მოტყუვდნენ და არ გადაიხადონ თანხა მსგავსი ტიპის შემოთავაზებებში.

„ეს არის თაღლითური სქემა, რომლითაც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და ფულის გამოძალვას. „სოკარის“ მარკეტინგული აქტივობების შესახებ ჩვენს მომხმარებლებს ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან ვაწვდით. ესენია ოფიციალური ვებ-გვერდი SGP.ge და კომპანიის ოფიციალური Facebook გვერ
დი. საზოგადოებას ვთხოვთ, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებზე,“ - აცხადებს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ნოდარ ყანჩაველი.

ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდის გარდა, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, ინფორმაციის ნამდვილობა „სოკარის“ ცხელ ხაზზე გადაამოწმონ: *0001.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა