26.მარტი .2020 18:18

"სოკარმა" STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

views 340
უკან

კომპანია "სოკარი" მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარს რიცხავს.

"ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, კომპანია მომავალშიც აპირებს, წვლილი შეიტანოს Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდს ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით დაეხმარება.

#StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. "სოკარი", როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანია, ასოციაციის ინიციატივას შეუერთდა და ფონდისთვის შექმნილ ანგარიშზე 200 000 ლარი ჩარიცხა.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, "სოკარი" ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში. ასევე, კომპანია არ წყვეტს აბონენტებზე ზრუნვას და, შექმნილი ვითარების მიუხედავად, თითოეულ მომხმარებელს ბუნებრივი აირი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება", - ნათქვამია "სოკარის" განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა