17.ნოემბერი .2019 11:20

"თბილღვინო"- კომპანიებმა წელს ბევრად ნაკლები ყურძენი შეიძინეს გლეხებისგან, ვიდრე გასულ წლებში

views 410
უკან

“კომპანიების აქტივობა ყურძნის შეძენის კუთხით წელს ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე გასულ წლებში”- ასე აფასებს ღვინის კომპანია “თბილვინოს” დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი 2019 წლის რთველს.

მისი თქმით, გასულ წლებში კომპანიები ბევრად უფრო აქტიურად ყიდულობდნენ მევენახეებისგან ყურძენს. ამ ტენდენციის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად მარგველაშვილი კომპანიების მხრიდან საკუთარი ვენახების გაშენებას ასახელებს.

“წლევანდელი რთველი, შეიძლება ითქვას, რომ მშვიდი და უპრობლემო იყო. თუმცა კომპანიების აქტივობა ყურძნის შეძენასთან დაკავშირებით ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე გასულ წლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარი ვენახები იძლევა საკმაოდ მაღალხარისხიან მოსავალს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს, დანარჩენ მიზეზებზე ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ, იმიტომ რომ თუ კი ექსპორტი იზრდება ყურძნის შეძენაც გლეხობიდან უნდა იზრდებოდეს. ამ კითხვას პასუხს ჩვენ დამაჯერებლად ვერ ვცემთ და ამიტომ დრო დაგვანხებს რა იყო ამის მიზეზი რეალურად“,- აცხადებს მეღვინე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა