მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ცენტრალი": ვაქცინაციის ცენტრებს სივრცეებს უფასოდ ვუთმობდით, თუმცა, მთავრობა არ დაინტერესდა

61364a87b3daf
ანუკა ჯოხაძე
07.09.21 00:04
951
სავაჭრო ცენტრები ვაქცინაციის ცენტრების სავაჭრო სივრცეებში გახსნის ინიციატივით გამოვიდნენ. როგორც "თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორი ამბობს, ისინი მზად იყვნენ უფასოდ დაეთმოთ სივრცეები ვაქცინაციის პროცესის წასამართად, თუმცა როგორც ლევან ყარალაშვილი განმარტავს, მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით შესაბიმისი ნაბიჯები არ გადაიდგა.

“ჩვენ და ყველა სავაჭრო ცენტრმა ხელისუფლებას შესთავაზა, რომ ჩვენთან გაკეთებული ვაქცინაციის ცენტრები. თავდაპირველად თითქოს მოწონებული იყო ინიციატივა და პრემიერმაც კი გააჟღერა ეს, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა, შესაბამისად, არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

მზად ვიყავით, ჩავრთულიყავით ადმინისტრირების პროცესში და ჩვენს სივრცეებსაც ვაქცინაციის ცენტრებისთვის სრულიად უფასოდ ვთმობდით", - აცხადებს "თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი.