კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ თუ ისინი არ წავლენ არჩევნებზე მათ მაგივრად არჩევანს მშობლები და ბებია-ბაბუები გააკეთებენ. თავის მოსაზრებას თამაზ დაუშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
BM.GE ბიზნესმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დილა მშვიდობის მეგობრებო. საქართველოს დაომოუკიდებლობის ოცდაათწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ხდება, რომ ვერ მივდივარ არჩევნებზე, რადგან უცხოეთში ვიმყოფები მივლინებით. არჩევენები ეს არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი და დემოკრატიის ფუნდამეტი. არ არსებობს არჩევნები არ არსებობს სახელმწიფო. არ არსებობს სამართლიანი არჩევნები, ესეიგი არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო. უამრავმა ადმიანამა შესწირა თავისი სიცოცხლე, რომ გვეცხოვრა თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც სწორედ არჩევნების გზით ავირჩევდით ჩვენთვის სასურველ მთავრობებს.
ეს თანამედროვე, წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ნიშანია, რომ სწორედ არჩევნების გზით ხდებოდეს ცვლილებები და ქვეყანა ვითარდებოდეს. ცნობილია, რომ ცუდ მთავრობებს ირჩევენ არა ისინი, ვინც მიდაიან არჩევნებზე, არამედ ისინი, ვინც რჩებიან სახლში. პასიურობა არაფერში არ ვარგა და განსაკუთრებით, კი არჩევნების დღეს. მინდა მივმართო 18-30 წლის ახალგაზრდებს: თუ თქვენ არ მიხვალთ არჩევნებზე, მაშინ თქვენ ბედს გადაწყვეტენ თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები. რაც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი უფროსი თაობა, თქვენი პასიურობით და არჩევნებზე არ წასვლით, ნუ გადააბარებთ მათ თქვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. თქვენი გასაკეთებელი საქმე თქვენვე უნდა გააკეთოთ და თქვენი მოსაწონი მთავრობა თავად უნდა აირჩიოთ. ასე მჯეროდა მე და სწორედ ამიტომ არასდროს არ გამიცდენია არცერთი არჩევნები. თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ, არ დარჩებით სახლში და თქვენი აქტიურობით საკუთარ წვლილს შეიტანთ უკეთესი საქართელოს მშენებლობაში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს!“, - წერს თამაზ დაუშვილი.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი