20.მაისი .2022 11:42

"თუ ლარის გამყარება კიდევ გაგრძელდა, უფრო ინტერვენციებისკენ გადავიხრებოდი" - ნადარაია

"თუ ლარის გამყარება კიდევ გაგრძელდა, უფრო ინტერვენციებისკენ გადავიხრებოდი" - ნადარაია
views 791
უკან

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ უცხოურ ვალუტებთან მიმართებით ლარის გამყარებას სხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაც უწყობს ხელს.

ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" განაცხადა.

"ერთი მხრივ, ლარის დოლართან მიმართებით გამყარება ყველას გვიხარია, მათ შორის, პირველ რიგში, ინფლაციის კუთხით, რადგან ეს ძალიან დიდი პრობლემაა. საშუალო კურსიდან გამომდინარე ყველა ვალუტასთან მიმართებით თუ შევხედავთ, ლარი ცოტაზე მეტად გამყარებული ჩანს. ეს კარგია და სავალუტო შემოდინება ამას ხელს უწყობს. კითხვაა - რამდენად მდგრადი იქნება ასეთი გამყარება თუ ამას დოლარის დასუსტებაც არ მოჰყვა. წელს ის წელი არ არის, როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დოლარი დასუსტდება, ამიტომ  თუ ლარის გამყარება კიდევ გაგრძელდა, უფრო ინტერვენციებისკენ გადავიხრებოდი, ვიდრე ლარის შემდეგი გამყარებისკენ", - აცხადებს ნადარაია.



დღეის მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარი 2.93 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3.08 ლარი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა